Wednesday, January 21, 2015

ჯიმ ქერი


დაბადების სახელი ჯეიმზ იუჯინ კერიდაბადების ადგილი ნიუმარკეტი,ტორონტო,პროვინცია, კანადადაიბადა 17 იანვარი, 1962შემოქმედების წლები 1979-დღემდემეუღლე(ები) მელისა უომერი(1987-1995)ლორენ ჰოლი(1996-1997) ჯენი მაკარტი(2005-2010)ოფიციალური ვებგვერდი JimCarrey.comოქროს გლობუსის ჯილდოებისაუკეთესო მსახიობი - დრამა ფილმში1999 ტრუმანის შოუსაუკეთესო მსახიობი – კომედიურ/მუსიკალურ ფილმში2000 ადამიანი მთვარეზე.

                                                       

ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა. მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი დამუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა. მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი. ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად. 1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთის უნივერსტეტში. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო როდესაც მამამისმა სამსახური დაკარგა, ამიტომ მას ტორენტოს ერთ-ერთ ქარხანაში უხდებოდა დამლაგებლად მუშაობა და პარალელურად სწავლა. გამოდიოდა სხვადასხვა კომედიურ კლუბებში და ცოტაოდენი ფულის დაგროვების თანავე ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ჯიმი ცნობილმა კომიკოსმა და ჩასვა თავის შოუ-ტურში. ჯიმი საშუალო დონის კომიკოსად რჩებოდა იქამდე სანამ სატელევიზიო შოუში "In Living Color"-ში არ მიიწვიეს, იქ მან შესანიშნავი კომიკური სახე შექმნა და მისი წარმატება არნახულად გაიზარდა. შემდეგ გამოვიდა მისი ფილმი ეის ვენტურა. ჯიმი ნელნელა წარმატების ზენიტს აღწევა, მან ბევრჯერ მიიღო საუკეთესო მსახიობის წოდება და არის ორგზის ოქლოს გლობუსის მფლობელი.


                                                         არის ვეგეტარიანელი.

                                              ჯიმის ოჯახი ცხოვრობდა ტრაილერში.

                        უკიდურესი სიღარიბის დროს მისი მთელი ოჯახი თავის სარჩენად 
                                                  დამლაგებლად  მუშაობდა ქარხანაში.

    
                                  
დაბადების დღე აქვს ცნობილ კომიკოს ენდი კაუფმანთან ერთად რომელსაც ჯიმი ერთ-ერთ ფილმში განასახიერებდა.

2001 წელს ის გახდა ამერიკის მოქალაქე.

ჰყავს 25 მილიონ დოლარად შეფასებული თვითმფრინავი.

როდესაც თუფაქ შაკური იჯდა ციხეში,ჯიმი მას წერდა წერილებს,რათა გაემხნევებინა და გაემხიარულებინა იგი.

ის იყო თუფაქის საყვარელი მსახიობი.

16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა.


  საფრანგეთში მას ცნობილი კომიკოსის ჯერი ლევისის შვილს ეძახიან.

ბავშვობაში იძინებდა ფეხსაცმლით, ამას იმიტომ აკეთებდა რომ სახლში დაბრუნებული მშობელი მთელი ღამის განმავლობაში გაემხნევებინა და გაემხიარულებინა.

მას ძალიან უყვარდა შობა, არა იმიტომ რომ საჩუქრებს მიიღებდა და გაერთობოდა, არამედ იმიტომ რომ მას უწევდა ბევრ გადაცემაში მისვლა და ბავშვების გამხიარულება საშობაოდ.


                                   


 ცდილობს შეინარჩუნოს პირადული ცხოვრება გასაიდუმლოებულად და ყველანაირად თავს არიდებს პაპარაცებს.

ამბობს რომ ყოველთვის იამაყებს იმით რომ ის არის კანადელი.



1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.



ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა. კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა, მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001),ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007). 

                                                

ჯიმ კერი არის მეტალ ჯგუფის კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ა.შ.შ.-ს მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდაპრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა ეის ვენტურაა. ხოლო ფილმების ნიღაბის, ყოვლისშემძლე ბრიუსის და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის სიქველებში მონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.



ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.